1. პროექტის სახელწოდება: ჩემი პატარა სოფელი და დიდი
საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა): მონაცემების მოპოვება
და ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენის ჩვევების დაუფლება.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს განუვითარდებათ
თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ–ჩვევების,
კვლევა–ძიების უნარი.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლე აგროვებს მონაცემებს და
შეძლებს მის წარმოდგენას სიხშირული ცხრილის სახით. ქმნის მარტივ კითხვარს, განსაზღვრავს
რესპოდენტებს, მონაცემებს წარმოადგენს გრაფიკული ფორმით და წარმოაჩენს თითოეული ფორმის
ხელსაყრელ და არახელსაყრელ მხარეებს.
5.
მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი.
6.
ვადები/ხანგრძლივობა: 5–6 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას: შევქმნი ბლოგს, ელექტრონულ პრეზენტაციას, დისკუსიას. მოსწავლეები
შეძლებენ მონაცემთა მოპოვების ხერხების ადეკვატურად შერჩევას, რიცხვითი და გრაფიკული მეთოდების გამოყენებას, შედეგების
ინტერპრეტირებას და დასკვნების ჩამოყალიბებას.
8. პროექტისათვის საჭირო რესურსები:
ფოტოაპარატი, ჩამწერი, კომპიუტერი, ინტერნეტი, რვეული, კალამი.
9. პროექტის მსვლელობა:
დღე I-თემის
გაცნობა. მოსწავლეებს გავაცნობ თემას, ვისაუბრებ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უდიდეს
მნიშვნელობაზე.
დღე II. მივცემ დავალებას ჯგუფს მოიძიონ
ინფორმაცია ჩვენი სოფლის მცხოვრებთა რაოდენობაზე. ისტ–ის საშუალებით მოაგროვონ ინფორმაციები
მობილური ტელეფონების და კომპიუტერების შექმნა–განვითარების შესახებ.
დღე III. სოფლის მოსახლეობაში შეარჩევენ რესპოდენტებს
, მათგან აიღებენ ინტერვიუს საკომუნიკაციო საშუალებების უდიდეს მნიშვნელობაზე.
დღე IV. შეავსებენ
მონაცემების ცხრილს იმის მიხედვით თუ რამდენი
ადამიანი სარგებლობს სოფელში მობილური ტელეფონით, რამდენი კომპიუტერით და მათ შორის
ინტერნეტით.
დღე V. მოსწავლეებს დავყობ ორ ჯგუფად.
ჯგუფი 1. გააკეთებს სვეტოვან დიაგრამას. ვენის დიაგრამას, რადგან კომპიუტერის ზოგიერთი მომხმარებელი ინტერნეტს არ
მოიხმარს მიზეზთა გამო.
ჯგუფი 2. აკეთებს წრიულ დიაგრამას.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება
დისკუსია.
10. კავშირი ეროვნლ სასწავლო გეგმასთან: მათემატიკა.
მათ. VIII.11. მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოპოვება და მათი წარმოდგენა
დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
- ქმნის მარტივ კითხვარს, განსაზღვრავს რესპონდენტებს, აგროვებს მონაცემებს და წარმოადგენს მათ გრაფიკული ფორმით;
- ერთი გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს წარმოადგენს განსხვავებული გრაფიკული ფორმით და წარმოაჩენს თითოეული ფორმის ხელსაყრელ და არახელსაყრელ მხარეებს
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მაია გოგოლაშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maiagogolashvili1@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий